www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2020-08-07 - მარტვილი-ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტობეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით (სოფელი ლებაჩე).