www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2020-08-07 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სერგიეთში
მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 32 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.
ამ დროისთვის, სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსაცდელის რეაბილიტაცია, კუდავების და აბრახამიების უბანში გზის მოხრეშვა და სტადიონის შემოღობვის სამუშაოები დასრულებულია.
უახლოეს დღეებში, ბობოთში, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.