www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
 
2020-07-28 - სისხლის უანგარო დონორობის აქცია
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. აქციის მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.
აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს. „სისხლის ბანკის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.