www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
2020-05-07 - მარტვილის აგრარულ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. შპს ,,ჰიგია“-ს ტექნიკური ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ბაზრის მთელი ტერიტორია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას ხვალიდან დაიწყებს. ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი განხორციელდება, გაიმიჯნება შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით უნდა გადაადგილდნენ, გაკონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.

აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას სამართალდამცველებთან ერთად მოხალისეები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ბაზარში არსებულ მდგომარეობას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია ადგილზე გაეცნენ.

სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.

სადეზინფექციო სამუშაოები ასევე განხორცილდება დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ აგრარულ ბაზარში. აღნიშნულ ბაზრები ფუნქციონირებას განახორციელებენ რეკომენდაციების დაცვით.