www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-30 - ბაღში მოწამული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილის საავადმყოფოში, საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები მოინახულა.

მარტვილის № 2 საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში ინსპექტირებას ახორციელებენ.