www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-06 - მარტვილის საფეხბურთო სკოლის წარმატება

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლამ I-კატეგორიის საფეხბურთო აკადემიის სტატუსი მიიღო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ბავშვთა ფეხბურთის და საფეხბურთო სკოლების განვითარებისათვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის სამსახურმა 2019 წლიდან დაიწყო საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია და სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში ყველა სკოლა წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციებს, რის შემდეგაც მონიტორინგის სამსახური საფეხბურთო სკოლებს მათი ინფრასტრუქტურის, სტრუქტურის, განვითარების პროგრამის, ასაკობრივი გუნდების, საჭირო პერსონალის და მათი კვალიფიკაციის დადასტურებით, სავარჯიშო გეგმა გრაფიკების და სხვადასხვა დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად აფასებდა საფეხბურთო სკოლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონიტორინგის სამსახურთან 6 თვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მარტვილის საფეხბურთო სკოლას მიანიჭა I-კატეგორიის აკადემიის სტატუსი.

2019 წელს I-კატეგორიის აკადემიის სტატუსი მიენიჭათ დინამო თბილისის, საბურთალოს, ლოკომოტივის და მარტვილის აკადემიებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საფეხბურთო სკოლას და მის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას.