www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 
2019-09-02 - „მომავლის თასი 2019“ დასრულდა

საეთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „მომავლის თასი 2019“ დასრულდა.

ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის: მარტვილის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“, ზუგდიდის „ბაია“, სამეგრელო U- 12, თბილისის „დინამო“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო“ და აზერბაიჯანის F.C. „SABAH”.

ფინალური შეხვედრა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე, თბილისის „დინამოს“ და აზერბაიჯანის F.C. „SABAH“ შორის გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ხოლო მესამე საპატიო ადგილი მარტვილის „დინამომ“ დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებულები და მონაწილე გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და „დინამო თბილისის“ დაფინანსებით გაიმართა.

„მომავლის თასი 2019“–ის ფინალურ მატჩს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, დინამო აკადემიის ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.