www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-30 - ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან დაყჰ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბალდის, თამაკონის და ლეცავეს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

ბალდის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყობა ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულება 99 964 ლარს შეადგენს.

თამაკონის და ლეცავეს საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვლება კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდება წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა. პროექტის ღირებულება 148 461 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.