www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-30 - ალექსანდრე გრიგალავამ გერმანიიდან სტუმრებს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ფონდ „მოქალაქე“–ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ფონდის წარმომადგენლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სსიპ ტალერის საჯარო სკოლას საჩუქრად 10 ცალი პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი) გადასცეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში შაკა ნაჭყებია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი რომან ოდიშარია.

ფონდ „მოქალაქე“–სთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.