www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2019-08-02 - მარტვილში ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა

მარტვილში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“ დაფუძნდა.

„ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“ სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონის ჩაის მწარმოებლებს აერთიანებს.

ასოციაციის კრების პირველი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომაზე ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარედ გელა გარჩაგოდაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ზურაბ ბიგვავა აირჩიეს. ასევე აირჩიეს გამგეობის წევრები და საპატიო წევრები.

„ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიზანია ჩაის წარმოების აღორძინება, აღდგენა–რეაბილიტაცია, განვითარება და ჩაის კულტურის პოპულარიზაცია.