www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2019-07-09 - პროექტი „გაიცანი მარტვილის მუნიციპალიტეტი“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტი „I see you - გაიცანი მარტვილის მუნიციპალიტეტი“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საზაფხულო ახალგაზრდული ინოვაციური ბანაკი მოეწყო. პროექტმა სხვადასხვა რეგიონის 300–მდე ახალგაზრდა მოიცვა.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა დაათვალიერეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მოაწყვეს პოეზიის საღამოები, ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშებში.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ მოინახულა და მათ ადგილზე გაესაუბრა.

პროექტის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტის გაცნობა და პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.