www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-03 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბანძაში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

ბანძის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 52 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

ბანძა – ცენტრში არსებული მემორიალის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა;
ბანძა – ცენტრში არსებული „წრის“ შემოკავება დეკორატიული ღობით და განათების მოწყობა;
ბანძა – ცენტრალური სტადიონის მიმდებარე გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;
ბანძა – სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარე–განათების მოწყობა;
ლევახანე – გზის მოხრეშვა დაგრეიდერება;
ლევახანე – გზის მოხრეშვა დაგრეიდერება;
ლევახანე – სანიაღვრე არხის მოწყობა;
ლეპატარავე – არსებულ სკვერში განათების სისტემის მონტაჟი;
ლეპატარავე – წყალსაწრეტი არხის და მილხიდის მოწყობა;
ლეპატარავე – გზის მოხრეშვა დაგრეიდერება;
ლეკეკელე – გარე განათების მოწყობა.

ამ ეტაპზე ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.