www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-30 - ნომადი ბართაიას შემოქმედებითი საღამო

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ნომადი ბართაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ნომადი ბართაია ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, სადაც დაამთავრა სკოლა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი მხატვრული (პოეტური, პროზაული, ნათარგმნი) და სამეცნიერო სახის კრებული, მრავალი სამეცნიერო სტატია თუ პოპულარული ხასიათის წერილი. ნომადი ბართაია არის მარტვილის საპატიო მოქალაქე.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ნომადი ბართაიას შემოქმედებაზე, გაიმართა ახალი წიგნის პრეზენტაცია. სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლიტერატურული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგენენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, აკადემიკოსი, მწერალი, პოეტი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი ომარ გვეცაძე, პროფესორი და მწერალი გია ხოფერია, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ჰამიდ მოსტაფავი, სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა.