www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-29 - აბედათში გზის რეაბილიტაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახელობას გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში 4 537 მეტრი საფარის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, წყალმიმღები ცხაურის, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.

აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.