www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-28 - ფერადი შემოდგომა

28 ოქტომბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღონისძიება „სტუმარი ღვთისაა“ გამართეს, რომელიც ფერად შემოდგომას მიეძღვნა.

ღონიძიებაზე წარმოდგენილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ადგილზე მოამზადეს მეგრული ხაჭაპური და ელარჯი, ამოავლეს ჩურჩხელა. ასევე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფიული ნომრებით.

ღონისძიებას მარტვილის მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ეკა ნაროუშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.