www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-26 - სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020–ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.

კომპლექსური სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგონებსა და ვაჟებს შორის შეჯიბრება გაიმართა გარბენში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

მუნიციპალური თამაშები ასევე მოიცავს შეჯიბრებას სპორტის შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები.

გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. შემდგომ ეტაპზე კი მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ ტურნირში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020–ის მუნიციპალური თამაშები დეკემბრის თვეში დასრულდება.