www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-23 - აბედათში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 537 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.

აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.