www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-20 - შეხვედრები ბანძაში, ონოღიასა და ვედიდკარში

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებენ.

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საქართველოს პარლამეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის, ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაზიფიცირება, საბავშვო ბაღების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია–მშენებლობა.