www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-09 - „ევროპის სპორტის კვირეული“ დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს კოორდინირებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ევროპის სპორტის კვირეული“ ჩატარდა.

„ევროპის სპორტის კვირეული“ უზრუნველყოფს ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას სპორტულ ღონისძიებებში. ძირითადი აქტივობები გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში. 

„ევროპის სპორტის კვირეული“ ევროკომისიის ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.