www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-03 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ინჩხურში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 40 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

დიდი ინჩხური – გარე განათების მოწყობა;
ლებაჩე – გარე განათების მოწყობა;
ლებაჩე – ცხაურის მოწყობა;
ლებაჩე– ცხაურის მოწყობა;
ლებაჩე – ცხაურის მოწყობა;
პატარა ინჩხური – გარე განათების მოწყობა.

ამ ეტაპზე ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.