www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
 
2019-10-01 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გურძემში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

გურძემის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 40 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

ნახურცილაო –გზის მოხრეშვა სასაფლაომდე;
ნახურცილაო – სანიაღვრე არხის მოწყობა;
ნახურცილაო – ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა;
პირველი გურძემი – ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა;
პირველი გურძემი –სანიაღვრე არხის გაჭრა და მილხიდის მოწყობა;
პირველი გურძემი – ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა;
პირველი გურძემი – გზის მოხრეშვა;
მეორე გურძემი – ნაპირსამაგრის მოწყობა;
მეორე გურძემი – შიდა გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ამ ეტაპზე გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.