www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
2018-02-07 - მარტვილში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც განთავსებული იქნება საოფისე, მომსახურების და სასწავლო სივრცეები, ასევე ქორწინების სახლი. მოეწყობა ავტოსადგომი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ,  მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 136 900 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პირამიდა X+1” ახორციელებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.