www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2018-01-28 - მარტვილის საფეხბურთო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.

საფეხბურთო სკოლის ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. შენობის გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით 183 817 ლარით დაფინანსდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბაზის რეკონსტრუქცია 728 000 ლარით, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა 1 230 836 ლარით დააფინანსა.

საფეხბურთო სკოლის ბაზის გახსნასთან ერთად დღეს საფუძველი ჩაეყარა „დინამოსთან“ თანამშრომლობას. საფეხბურთო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს „დინამო თბილისის“ აკადემია.

გახსნის ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია; „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა; მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია; ვეტერანი ფეხბურთელები; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.