www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2018-01-23 - ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 37 140 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი.მ აქვსენტ საგინაძემ შეასრულა.

ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს N 1679 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან განხორციელდა.