www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2018-01-08 - ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.

ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.

ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.