www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2021-07-31 - ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა
26–30 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
ფესტივალის გახსნის და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა.
ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები გადაეცათ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა.
2021-07-31 - მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი“-ს ინიციატივით, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ექიმების გუნდმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ადგილზე გაეცნო.
აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ: უროლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, პედიატრი და რადიოლოგი.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. მანამდე კი ადგილობრივები COVID-19-ზე გაიტესტნენ.