www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2021-07-29 - მარტვილში ყველის ფესტივალი გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ნაირსახეობა, ყველისგან დამზადებული კერძები, თაფლი და ღვინო.
ასევე, მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილე უცხოელი სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ფესტივალი, პროექტის „ECOTUR-NET/BSB 79 ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ეკოტურიზმის გაუმჯობესებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით.