www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-22 - მარტვილში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს.
სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდ ჭყონში, ონოღიაში, ხუნწში და ლეციცხვაიეში.