www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2020-08-11 - მარტვილში საბავშვო ბაღის რეაბილტაცია
ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კედლებს, იატაკს და ჭერს. მოეწყობა კიბის მოაჯირები და დამონტაჟდება გათბობის სისტემა. ასევე საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა ღია სცენა.
პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. გივი ცაავა ასრულებს.
ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.