www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2020-08-06 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ თამაკონში

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 44 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

ამ დროისთვის, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

თამაკონი – მილხიდის და გაბიონის მოწყობა;
თამაკონი – გზის მოხრეშვა;
თარგამეული – წყალამრიდი ფრთების და გადასასვლელის მოწყობა;
პირველი ნამიკოლაო – წყალამრიდი ფრთების და მილხიდის მოწყობა;
პირველი ნამიკოლაო – არსებული მილხიდის რეაბილიტაცია და გზის მოხრეშვა;
პირველი ნამიკოლაო – ხვიჩიების უბანში გზის მოხრეშვა.

თარგამეულში ცენტრალურ გზაზე მილხიდს მოწყობა, ცხაურის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაჭრა და გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია.

უახლოეს დღეებში, თამანკონში და პირველ ნამიკოლაოში, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.