www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
 
2020-06-01 - საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვებს საკვები პროდუქტი ეტაპობრივად ურიგდებათ.

კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის დირექტორი ირმა გაბისონია დაესწრო.

კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 846 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის თანამშრომლები.