www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
2020-05-26 - 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საქართველოს დროშები გამოიფინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და საქარველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალები ყვავილებით შეამკო.

       
2020-05-26 - სასურსათო პროდუქტების დარიგება გრძელდება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ღია საზოგადოების ფონდი-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „სოლიდარობა და ერთიანობა COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები დარიგდა.

ფონდმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბანძაში მცხოვრებ 15 ოჯახს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.

სასურსათო პროდუქტების დარიგება, ქალთა საინციატივო ჯგუფი „ფენიქსის“ დამფუძნებლის და წარმომადგენლის ეკა ხაჟომიას ორგანიზებით განხორციელდა.