2020-05-25 - სასურსათო პროდუქტების დარიგება გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
დღეს, ფონდმა „ცედაკა"-მ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 30 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცა.