www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
2020-05-15 - გაზიფიცირების სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტში
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები განახლდა.
ამ წუთებში სამუშაოები ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე გაზიფიცირდება ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში 2 594 აბონენტი.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.
       
2020-05-15 - დოშაყეში გზის რეაბილიტაცია გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი).
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსაწრეტი მილები, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტები, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.