www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
2020-05-09 - 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელთან ლევან ჭედიშვილთან ერთად II მსოფლიო ომის ვეტერანს: აკაკი დგებუაძეს სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ომის ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე 1 000 - 1 000 ლარი ჩაერიცხათ.