2020-05-08 - მარტვილის აგრარული ბაზარი გაიხსნა

მარტვილის აგრარული ბაზარი გაიხსნა.
ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი ხორციელდება, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, ყველა ავტომობილს დეზინფექცია უტარდება.
რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ბაზარში არსებულ მდგომარეობას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი ადგილზე გაეცნენ.
სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.