www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
2020-05-05 - საბავშვო ბაღებში საკვების გაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის დირექტორი ირმა გაბისონია დაესწრო.

კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 847 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის თანამშრომლები.