www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
 
2020-01-07 - საშობაო ალილო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.

ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო.

ალილოს მსვლელობაში ჭყონიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი სასულიერო პირებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად მონაწილეობდა.

საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეურთდნენ, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.

შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

        
2020-01-07 - მერმა შობა სხვადასხვა უწყებებს მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა, მაჟორიტარ დეპუტატებთან ლევან სურმავასთან და დავით ბარამიასთან ერთად, ქრისტეს შობის დღესასწაული იმ უწყებებს მიულოცა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ცენტრში და ენერგო-პრო ჯორჯიაში იმყოფებოდნენ, მათ საჩუქრები გადასცეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.