www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
 
2020-01-01 - საახალწლო კონცერტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში, ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, მონაწილეობდნენ მოწვეული მომღერლები: ბორის ბედია, ხატია ჯიქიძე და ანი სირაძე.

ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები.

კონცერტის დაწყებამდე დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჭყონიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტის დირექტორმა გიორგი ყურუამ მიულოცეს.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.