www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2019-12-25 - საახალწლო კვირეული სკოლამდელ დაწესებულებებში

17 დეკემბრიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში, საახალწლო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღეს, საახალწლო ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია №1, გაჭედილის და ბალდის საბავშვო ბაღებში დაესწრო. ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისგან, საახალწლო საჩუქარს მიიღებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია და აღსაზრდელების მშობლები.

                                              
2019-12-25 - ღონისძიება სასპორტო სკოლაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ტანვარჯიშის ჯგუფის ბავშვებმა ღონისძიება გამართეს (პედაგოგი მარინა მნათობიშვილი).

მათ „აერობიკის“ სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს, რითაც დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს.
კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გიორგი გოროზიამ სპორტ–სკოლის მოსწავლეების 2019 წლის მიღწევებზე ისაუბრა და ყველა წარმატებული სპორტსმენი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მერიის თანამშრომლები და მონაწილეთა მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

                               
2019-12-25 - საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების მონტაჟი დასრულდა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო.

ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფლეშმობი მოეწყო.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა დესწრო.