www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2019-12-15 - საფეხბურთო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე, საფეხბურთო სკოლისათვის I-კატეგორიის აკადემიის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საფეხბურთო მოედანი გაყოფილი იყო სივრცეებად, სადაც სხვადასხვა ტიპის სახალისო თამაშებში ჩართული იყვნენ ბავშვები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელები, სხვა მოწვეული სტუმრები, აკადემიის აღსაზრდელები, მათი მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საფეხბურთო სკოლას ქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასევე შეაფასა დინამოს აკადემიასთან ორწლიანი თანამშრომლობა.

ღონისძიების ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან ერთად, 2019 წლის დასავლეთ საქართველოს გათამაშებებში პირველ ადგილზე გასული ასაკობრივი გუნდები დააჯილდოვეს.