www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2019-12-06 - საინფორმაციო შეხვედრა მარტვილის მერიაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა და მოწვეული ექსპერტი გია აბაშიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.

პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.