www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2019-12-01 - „შენ ხარ ვენახი“

30 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და პროექტ „გემოვანის“ ორგანიზებით, სოფელ სერგიეთში ღონისძიება „შენ ხარ ვენახი“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში „სერგიეთის სპირტის ქარხნის“ პრეზენტაცია გაიმართა. სპირტის ქარხანა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ღვინის შესყიდვას და მისგან მაღალი ხარისხის ღვინის სპირტს წარმოებას გეგმავს. საბოლოო პროდუქტი პრემიუმ სეგმენტისთვის იქნება განკუთვნილი და ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ ბრიტანეთში ექსპორტზე გავა.

სოფელ სერგიეთში, მდინარე აბაშის სანაპიროზე, საცხენოსნო აქტივობები ისინდი, ცხენბურთი და მარულა გაიმართა. მარულაში გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდნენ:

პირველი ადგილი გიორგი ფითუხაძემ დაიკავა და მას ავტომობილი, მეორე ადგილზე გასულ ვალერი კიკაჩეიშვილის - თოფი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ბესო გოგუას უნაგირი გადაეცა.

დღის ბოლოს, ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, კონცერტი „ფოლკ 'ენ' როლი" გაიმართა.

ღონისძიება „შენ ხარ ვენახი“ სამეგრელოში ვენახის გაშენებას მიეძღვნა.