www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-22 - ქუჩის რაგბი

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გრიგალავას ინიციატივით და მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩის რაგბი გაიმართა.

ღონისძიებაში სამი გუნდი მონაწილეობდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ და კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გიორგი გოროზიამ მონაწილე გუნდები თასებით დააჯილდოვა.

ქუჩის რაგბის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

                      
2019-11-22 - დიდი ჭყონში სასწრაფოს მშენებლობა სრულდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება148 461 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ მურმან ერქვანია ასრულებს.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.