www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-21 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ჭყონში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 74 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

დიდი ჭყონი – ნაპირსამაგრის მოწყობა;
დიდი ჭყონი – ცხაურის მოწყობა;
დიდი ჭყონი – გზის მოხრეშვა;
ოჩე – სასაფლაოს ტერიტორიის მოწყობა;
ოჩე – ბოგირის მოწყობა;
მეორე ნამიკოლაო – ცხაურის მოწყობა;
მეორე ნამიკოლაო – გარე–განათების მოწყობა;
ლედგებე – საძოვრებისა და საყანე ფართობებისკენ მიმავალი გზის გაჭრა;
ლედგებე – გზის მოხრეშვა;
ლედგებე – გარე–განათების მოწყობა;
ჟინოთა – წყლის შემკრები ნაგებობის მონტაჟი;
ჟინოთა – გარე–განათების მოწყობა.

ამ ეტაპზე დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.