www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-20 - შეხვედრები თამაკონის, გურძემის, დოშაყეს და ტალერის მოსახლეობასთან

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში თამაკონის, გურძემის, დოშაყეს და ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ნაროუშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად გაზიფიცირება, წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასახელა.

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრები. „ღია შეხვედრები“ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღოს პასუხები.

                             
2019-11-20 - სალხინოში ხანძარი ლოკალიზებულია

მარტვილის მუნციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტყის ხანძრის კერები ლოკალიზებულია. სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

სამუშაოებში 50 მეხანძრე-მაშველთან ერთად ჩართული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელები და ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სამაშველო ტექნიკა ვერ ახერხებდა მისვლას. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.