www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-19 - მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე.

ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მარტვილის მუნიციპალიტერტის მერის 2019 წლის 10 თვის ანგარიში

      
2019-11-19 - შეხვედრები ნალეფსაოს, ინჩხურის, გაჭედილის და სალხინოს მოსახლეობასთან

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში ნალეფსაოს, ინჩხურის, გაჭედილის და სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტებმა მურად ჩარგაზიამ და აპოლონ ქორაიამ ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად გაზიფიცირება, წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა.