www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-18 - შეხვედრები მარტვილის მოსახლეობასთან

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებენ.

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საქართველოს პარლამეტის წევრი ლევან მგალობლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ მარტვილში სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაზიფიცირება, წყალმომარაგება.