www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-15 - ანსამბლ „კოლხიდას“ ვარსკვლავის გახსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსაბლ „კოლხიდას“ ვარსკვლავი გაიხსნა. 

ვარსკვლავის გახსნამდე ანსამბლ „კოლხიდას“ კონცერტი გაიმართა, რომელშიც „კოლხიდას“ უფროსი თაობის მოცეკვავეებიც მონაწილებდნენ.

ქორეიგრაფიული ანსამბლი „კოლხიდა“ არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ღონისებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.