www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
2019-11-11 - მარტვილში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა.

სერგიეთის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშო ბაღები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.

ბაღების გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურციალავა და აკაკი ხუნწელია, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახელობა.

საბავშო ბაღების მშენებლობისთვის სულ 292 425 ლარი დაიხარჯა. ბაღების მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.